Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა რესპუბლიკელებს ბიუჯეტის საკითხზე კომპრომისისკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელ კანონმდებლებს საბიუჯეტო საკითხზე კომპრომისისკენ მოუწოდებს. ორშაბათს საღამოს თეთრი სახლიდან სატელევიზიო მიმართვისას ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს მხოლოდ ერთი კვირა აშორებს შესაძლო დეფოლტისგან, რაც ამერიკელების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მსოფლიოში აშშ-ის მდგომარეობას ავნებს. კრიზისში ობამა რესპუბლიკელ კანონმდებლებს ადანაშაულებს, რადგან მათ მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას დაუჭირეს მხარი და არა მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდას. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერმა ჯონ ბეინერმა ობამას განცხადების საპასუხოდ ასევე სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში დეფოლტი არ უნდა მოხდეს საკრედიტო ვალდებულებების გამო, მაგრამ რესპუბლიკელებს არ სჯერათ, რომ ამერიკელი ხალხი მიიღებს ვალის გაზრდას ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირებისა და რეფორმების გატარების გარეშე.
XS
SM
MD
LG