Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში მოკლეს ციხიდან გაქცეული ექსტრემისტი


ტაჯიკეთის განცხადებით, უშიშროების ძალებმა მოკლეს ისლამისტი ექსტრემისტი, რომელიც ციხიდან იყო გაქცეული და შეძლეს ერთი ექსტრემისტის შეპყრობაც. ამის შემდეგ ძებნილი რჩება სულ ორი პირი ციხიდან თითქმის ერთი წლის წინ გაქცეული 25-ი პატიმრიდან. ექსტრემისტებთან დღევანდელი ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპა უშიშროების ძალების თანამშრომელიც. შეტაკება მოხდა დედაქალაქ დუშანბეს აღმოსავლეთით, 250-მდე კილომეტრში. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ციხიდან შარშან გაქცეული 25 პატიმარს შორის იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების ორგანიზატორები. ოფიციალური ინფორმაციით, ძებნილებიდან შვიდი კაცი მოკლულია, 16 კი დაჭერილი.
XS
SM
MD
LG