Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო იწყებს სომალისთვის სურსათის საჰაერო გზით მიწოდებას


გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებით, ის იწყებს სომალისთვის სურსათის საჰაერო გზით მიწოდებას. სომალიში 3,7 მილიონამდე ადამიანს, ანუ მოსახლოების მესამედს ემუქრება შიმშილით სიკვდილი. მათ გარდა მილიონობით ადამიანი დააზარალა ბოლო 60 წლის უმძიმესმა გვალვამ აღმოსავლეთ აფრიკაში, კერძოდ ეთიოპიაში, ჯიბუტიში, კენიასა და უგანდაში. მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ორშაბათს რომში, ჰუმანიტარული ორგანიზაციების საგანგებო შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ სურსათს საჰაერო გზით ჩაიტანენ სომალის დედაქალაქ მოგადიშუში და კიდევ ორ რეგიონში ეთიოპიასთან და კენიასთან საზღვარზე. ამასთან, ისლამისტმა მეამბოხეებმა, რომლებიც სომალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, მათს ტერიტორიაზე ჩასვლა აუკრძალეს მსოფლიო სასურსათო პროგრამას.
XS
SM
MD
LG