Accessibility links

logo-print

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრი აქებს პოლიციას


ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა კნუტ სტორბერგეტმა დღეს „ფანტასტიკური“ უწოდა პოლიციის მუშაობას და უარყო კრიტიკა, რომელსაც გამოთქვამენ პარასკევის თავდასხმებისას პოლიციის, ზოგის შეფასებით, მეტისმეტად ნელი მოქმედების გამო. პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთს საათზე მეტი ხანი დასჭირდა კუნძულ უტოიაზე მისასვლელად, სადაც ანდერს ბერინგ ბრეივიკი ესროდა ახალგაზრდულ ბანაკში მყოფ ხალხს. სტორბერგეტმა ასევე უარყო ბრალდება, რომ პოლიცია უგულებელყოფდა ნორვეგიაში ულტრამემარჯვენეებისაგან მომდინარე საფრთხეს. მოელიან, რომ პოლიცია დღეს გამოაქვეყნებს მოკლულების გვარებს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 76 ადამიანი, ანუ ნაკლები, ვიდრე ადრე გამოცხადებული 93.
XS
SM
MD
LG