Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდება


დღეს საღამოს კიევში დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის შეხვედრა. მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ნიკოლაი ბალაშოვის განცხადებით, პატრიარქები კირილი და ილია მეორე ეკლესიათა ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ. თავის მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დავით შარაშენიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრისას განიხილება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღდგენისა და რელიგიური მისიის შესრულების და აფხაზეთში ილია მეორის ჩასვლის საკითხები.
XS
SM
MD
LG