Accessibility links

logo-print

ნატომ მიაღწია შეთანხმებას კოსოვოში სასაზღვრო კრიზისის მოსაგვარებლად


კოსოვოში ნატოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, კოსოვოს პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთი დატოვებს პოზიციას, რომელიც წუხელ დაიკავა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უმეტესწილად, ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში. ალიანსის პრესმდივნის განცხადებით, პოლიციის რეგულარული შენაერთი გააკონტროლებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს და მეტი ეთნიკური ალბანელი პოლიციელი იმუშავებს ამ ობიექტებზე. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, ერთი პოლიციელი დაიჭრა წუხანდელი ოპერაციისას, როცა ადგილობრივმა სერბებმა სცადეს კოსოვოს პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთის შეჩერება და კონტროლის დამყარება მეორე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. პოლიციის ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირმა, რომელიც შუამავლობს ეთნიკურ სერბებსა და ეთნიკურ ალბანელებს შორის ნორმალიზაციის მისაღწევად. კოსოვოს ხელისუფლებამ გასულ კვირაში აკრძალა სერბიიდან იმპორტი მას შემდეგ, რაც სერბიამ უარი თქვა კოსოვოს წინააღმდეგ მოქმედი ემბარგოს გაუქმებაზე. მან ემბარგო შემოიღო 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
XS
SM
MD
LG