Accessibility links

logo-print

მაროკოში ავიაკატასტროფამ 80-მდე ადამიანი შეიწირა


მაროკოს სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, 78 ადამიანი შეიწირა ავიაკატასტროფამ, რომელიც სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მთიან რეგიონში მოხდა. ავარია განიცადა C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა. ოფიციალური ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. მაროკოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეები ისხდნენ, ჩამოვარდა ქალაქ გუელმიმის აერპორტში დაჯდომის მცდელობისას. გუელმიმი მდებარეობს დედაქალაქ რაბათის სამხრეთ-დასავლეთით, 830-მდე კილომეტრში.
XS
SM
MD
LG