Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ირანიდან გამგზავრება აუკრძალეს ყოფილ პრეზიდენტს


ირანულ ვებსაიტზე გავრცელებული ცნობით, ირანის ყოფილ პრეზიდენტ მოჰამად ხათამის აუკრძალეს ქვეყნიდან გამგზავრება. ვებსაიტი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხათამი აპირებდა ევროპაში თავისი შვილების მონახულებას და ირლანდიაში პოლიტიკურ სემინარზე დასწრებას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას არ მისცა ირანიდან გამგზავრების უფლება. ვებსაიტზე გავრცელებული ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ხათამი მკაცრად აკრიტიკებს ამჟამინდელ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს. მას არ უღიარებია აჰმადინეჟადის გამარჯვება 2009 წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში. თვით ხათამი 1997-2005 წლებში იყო ირანის პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG