Accessibility links

logo-print

ისრაელის ორკესტრმა პირველად შეასრულა გერმანიაში ვაგნერის მუსიკა


ისრაელის კამერულმა ორკესტრმა დღეს გერმანიის ქალაქ ბაიროითში, რიხარდ ვაგნერის მშობლიურ ქალაქში, შეასრულა ვაგნერის ნაწარმოებების ფრაგმენტები მიუხედავად იმისა, რომ მის მუსიკაზე ისრაელში ზეპირი აკრძალვაა დაწესებული. ეს იყო ისტორიაში ისრაელის ორკესტრის მიერ ვაგნერის მუსიკის პირველი შესრულება გერმანიაში. ორკესტრმა დაუკრა ასევე იმ კომპოზიტორების ნაწარმოებები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიაში აკრძალული იყვნენ, კერძოდ გუსტავ მალერისა და ფელიქს მენდელსონის მუსიკა.
XS
SM
MD
LG