Accessibility links

logo-print

ავღანეთი უარყოფს დახმარების სახით მიღებულ თანხებზე აშშ-ის აუდიტს


ავღანეთის მთავრობამ უარყო აშშ-ის საგანგებო გენერალური ინსპექციის ანგარიში, სადაც ლაპარაკია, რომ ავღანეთის ოფიციალური პირები ხელს უშლიან აშშ-ის მცდელობას, გაირკვეს, იხარჯებოდა თუ არა დახმარების სახით გადარიცხული თანხა მიზნობრივად. ავღანეთის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ის მიესალმება კვლევას, მაგრამ ბრალდებები ანგარიშში ზოგჯერ არასწორია და სამომავლო აუდიტი მეტად გაწონასწორებული და ზუსტი უნდა იყოს. ანგარიში გასულ კვირაში გამოაქვეყნა ავღანეთის აღდგენის საგანგებო გენერალურმა ისნპექციაა, რომელიც აშშ-ის კონგრესმა შექმნა ავღანეთისთვის გამოყოფილი დახმარების შესამოწმებლად. 2001 წლის შემდეგ აშშ-მა ავღანეთს 70 მილიარდი დოლარი გამოუყო.
XS
SM
MD
LG