Accessibility links

logo-print

გაკოტრდა მაკედონიის პირველი კერძო ტელეარხი


მაკედონიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებულად გამოცხადდა მაკედონიის პირველი კერძო ტელეარხი, „A-1“. ცნობით, ტელეარხს სხვადასხვა კრედიტორის 30 მილიონი ევრო მართებს. აქედან ცხრანახევარი მილიონი ევრო გადაუხდელი ბეგარაა. არხის 230 თანამშრომელი უმუშევრად რჩება. არხი ამოქმედდა 1993 წელს. მისი მფლობელია, მედიამაგნატი ველია რამკოვსკი, რომელიც ამ არხის გარდა სამი გაზეთის პატრონი იყო. ეს სამი გაზეთიც დაიხურა. რამკოვსკი შარშან დააპატიმრეს გადასახადის გადაუხდელობის გამო.
XS
SM
MD
LG