Accessibility links

logo-print
27 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს ეხება და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენებს არეგულირებს. საია-ს სარჩელი მოსმენების ვადის განსაზღვრის საკითხს ეხება. ვადებთან დაკავშირებულ საკითხს ცალკე არეგულირებს უწყებრივი ნორმატიული აქტი, რომელსაც, თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ადევს. შესაბამისად, უცნობი რჩება, თუ რა ვადით არიან უფლებამოსილნი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, პირის სატელეფონო მოსმენებზე ფარული მოსმენები აწარმოონ. საია თვლის, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ვადების გასაიდუმლოება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-20 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პირადი შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლებას.

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გოცირიძე
XS
SM
MD
LG