Accessibility links

logo-print

დელიში იმართება ინდოეთ-პაკისტანის სამშვიდობო მოლაპარაკება


დელი მასპინძლობს ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ს.მ. კრიშნასა და ჰინა რაბანი ხარის მოლაპარაკებას, რაც მათი პირველი შეხვედრაა წელს ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შემდეგ. როგორც პაკისტანელმა მინისტრმა განაცხადა შეხვედრის დასაწყისში, ორივე მხარე დადებითად აფასებს თანამშრომლობის პერსპექტივას და ფიქრობს, რომ მათი ურთიერთობები არ უნდა იყოს „წარსულის მძევალი“. ინდოეთმა და პაკისტანმა, 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამჯერ იომეს ერთმანეთთან, ორივეს ბირთვული იარაღი აქვს. მათ შორის დღემდე იწვევს უთანხმოებას ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის რეგიონი. ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკება წელს თებერვალში განახლდა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების წინა რაუნდი ინდოეთმა გააუქმა 2008 წელს ბომბეიში განხორციელებული თავდასხმების გამო. ინდოეთმა თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დააკისრა პაკისტანიდან მოქმედ ისლამისტ ექსტრემისტებს.
XS
SM
MD
LG