Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სასამართლო არ აპირებს ტიმოშენკოს დაკავებას


კიევში სასამართლომ უარყო გენერალური პროკურორის მოთხოვნა, დააკავონ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც ასამართლებენ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. პროკურორმა მოითხოვა ტიმოშენკოს დაკავება სასამართლოს მუშაობისთვის ხელის შეშლის გამო. მაგრამ მოსამართლე როდიონ კირიევის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვიტა, არ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მოთხოვნა ეფუძნება, მაგალითად, ტიმოშენკოს უარს, ფეხზე ამდგარიყო, როცა მოსამართლეს მიმართავდა და მისი მომხრეების ხმაურს სასამართლოს დარბაზში.
XS
SM
MD
LG