Accessibility links

logo-print

მოსკოვი თბილისს კვლავ ანტირუსულ ისტერიაში ადანაშაულებს


მოსკოვი თბილისს კვლავ ანტირუსულ ისტერიაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სააგენტო იტარ-ტასთან დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს საქართველო სავსეა რუსეთის ჯაშუშებითა და დივერსანტებით. კარასინის შეფასებით, ე.წ. ჯაშუშური სკანდალებით, რომელიც უხერხულად გამოიყურება და სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანას ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისის მიერ გამოთქმული მზადყოფნა მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარების შესახებ მხოლოდ სიტყვიერი იმიტაციაა და არა რეალური სწრაფვა.
XS
SM
MD
LG