Accessibility links

logo-print

ისრაელის ბიზნესმენების განაჩენი უცვლელი დარჩა


ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების რონი ფუქსის და ზეევ ფრენკელისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებულ ფუქსს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლით, ფრენკელს კი, 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 1 პრილს შეუფარდა. ეს განაჩენი ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების ადვოკატებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის გამართლება მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკითხული მოწმეების ჩვენებებისა და არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG