Accessibility links

logo-print

კოსოვოს საგანგებო ძალები აღარ აკონტროლებენ სადავო სასაზღვრო გადასასვლელებს


კოსოვოს პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთები გავიდნენ სერბიის მოსაზღვრე ორი გამშვები პუნქტიდან, რომლებზეც ორშაბათს განთავსდნენ და ამით ბელგრადთან დაძაბულობის გამწვავება გამოიწვიეს. ეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მდებარეობს უმეტესწილად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში. მათზე კოსოვოს პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთების განთავსებას ადგილობრივი სერბების წინააღმდეგობა შეხვდა. დაიღუპა ერთი პოლიციელი. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააკრიტიკეს კოსოვოს ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუთანხმეს თავიანთი ნაბიჯები. ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კონტროლის დამყარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც კოსოვომ გასულ კვირაში აკრძალა სერბიიდან იმპორტი თავის მხრივ სერბიის უარის გამო, გაეუქმებინა აკრძალვა, რომელიც კოსოვოდან იმპორტზე დააწესა კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. სერბია უარყოფს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მას თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG