Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა აღიარა ლიბიელი მეამბოხეების მთავრობა


ბრიტანეთმა ოფიციალურად აღიარა ლიბიის მთავრობად მუამარ კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეები. ამის შესახებ დღეს, ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, უილიამ ჰეიგმა. „პრემიერ-მინისტრმა და მე გადავწყვიტეთ, რომ გაერთიანებული სამეფო აღიარებს და ურთიერთობას იქონიებს ეროვნულ გარდამავალ საბჭოსთან, როგორც ლიბიის ერთადერთ მთავრობასთან. ეს გადაწყვეტილება ასახავს ეროვნული გარდამავალი საბჭოს მზარდ ლეგიტიმურობას, კომპეტენტურობასა და წარმატებას ლიბიელებთან მთელს ქვეყანაში კონტაქტების დამყარების მხრივ", განაცხადა ჰეიგმა. მისივ თქმით, ბრიტანეთიდან აძევებენ ლონდონში ლიბიის საელჩოს თანამშრომლებს და მეამბოხეების ეროვნული გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლებს იწვევენ, რომ მათ დაიკავონ მუამარ კადაფის ერთგული დიპლომატების ადგილი. ბრიტანეთის დღევანდელი ნაბიჯით შესრულდა გადაწყვეტილება, რომელიც 15 ივლისს მიიღეს შეხვედრაზე სტამბოლში, როცა 30-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის ბრიტანეთმა სცნო მეამბოხეები ლიბიის ერთადერთად ლეგიტიმურ მთავრობად.
XS
SM
MD
LG