Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგმა ჯარისკაცმა სამი ავღანელი სამოქალაქო პირი მოკლა


ავღანეთის პრეზიდენტის ოფისისა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ფრანგმა ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას კაპისის პროვინციაში, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაიჭრა ასევე სამი ავღანელი სამოქალაქო პირი. საფრანგეთის სამხედრო პრესმდივნის განცხადებით, ინციდენტი მოხდა სამშაბათს, როცა ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილა მანქანის გაჩერების მოთხოვნას. ავღანეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაღუპულებს შორის არიან ორსული ქალი და ბავშვი. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ დაგმო თავდასხმა, რომლისთვის ოფიციალურად მოიხადა ბოდიში საფრანგეთმა.
XS
SM
MD
LG