Accessibility links

logo-print

ნორვეგიაში 22 ივლისის თავდასხმებს დამოუკიდებელი კომისია შეისწავლის


ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ქვეყანაში შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეისწავლის 22 ივლისის მოვლენებს - რასაც, სულ მცირე, 76 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სტოლტენბერგმა თავდასხმას „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა და განაცხადა, რომ დაღუპულების დაკრძალვის და მემორიალური მსახურების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ნორვეგიაში ბევრი სვამს შეკითხვას, რამდენად ადეკვატური იყო თავდასხმებზე პოლიციის რეაქცია და უშიშროების ზომები. პოლიციის სპეცრაზმს ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა ოსლოსთან ახლოს მდებარე კუნძულ უტოიაზე მისასვლელად - სადაც 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკი მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ბანაკის წევრებს ხოცავდა. ბრეივიკმა აღიარა უტოიაზე 68 ადამიანის დახოცვა - ისევე, როგორც ცოტა ხნით ადრე ოსლოში აფეთქების მოწყობა, რასაც 8 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG