Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთ-პაკისტანის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ ოპტიმისტური განცხადებები გაკეთდა


დელიმ უმასპინძლა ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ს.მ. კრიშნასა და ჰინა რაბანი ხარის მოლაპარაკებას, რაც მათი პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც წელს ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკება განახლდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ორმხრივი მოლაპარაკებები „სწორ გზას“ დაუბრუნდაო. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა - რომელიც ქვეყნის ისტორიაში ამ პოსტზე მყოფი ყველაზე ახალგაზრდა პირი და პირველი ქალია - ორი ქვეყნის ურთიერთობაში დამდგარ „ახალ ეპოქაზე“ ილაპარკა. ინდოეთმა და პაკისტანმა, 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამჯერ იომეს ერთმანეთთან, ორივეს ბირთვული იარაღი აქვს. მათ შორის დღემდე იწვევს უთანხმოებას ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის რეგიონი. ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკება წელს თებერვალში განახლდა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების წინა რაუნდი ინდოეთმა გააუქმა 2008 წელს ბომბეიში განხორციელებული თავდასხმების გამო. ინდოეთმა თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დააკისრა პაკისტანიდან მოქმედ ისლამისტ ექსტრემისტებს.
XS
SM
MD
LG