Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოში კოსოვოზე იმსჯელებენ


გაეროს უშიშროების საბჭო დათანხმდა სერბიის თხოვნას, საგანგებო შეხვედრა გამართოს კოსოვოში დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით. დიპლომატების განცხადებით, დღეს ჩატარდება კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა. ამასობაში, ნატოს სამშვიდობო ძალებმა დაამყარეს კონტროლი კოსოვოს ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სერბიის საზღვართან მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს კოსოვოს მკვიდრმა ეთნიკურმა სერბებმა დაანგრიეს ერთ-ერთი ობიექტი. დაძაბულობა გამოიწვია ორშაბათს კოსოვოს პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთის განთავსებამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ ბელგრადს დააკისრა ძალადობაზე პასუხისმგებლობა. ბელგრადში კი სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა კოსოვოელ სერბებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისაგან. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სერბია ამ რეგიონს კვლავინდებურად თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG