Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მიიღებს ზომებს მაგნიტსკის გამო აშშ-ში შედგენილი შავი სიის საპასუხოდ


რუსეთი აპირებს, შეადგინოს სია ამერიკელი ოფიციალური პირებისა, რომლებსაც არ მისცემს რუსეთის ვიზებს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს ათობით რუს ოფიციალურ პირს, დაკავშირებულს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან. კრემლის პრეს-მდივნის განცხადებით, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასცა განკარგულება საპასუხო ზომის მიღების შესახებ. ოთხშაბათს რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაცხადა, რომ მიმართავს „ადეკვატურ ზომებს“ შეერთებული შტატების წინააღმდეგ ვიზების გაცემის აკრძალვის გამო, რამაც შესაძლოა „ავნოს ნდობის გაღრმავებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის მცდელობებს“. ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის ციხეში მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წელი დაჰყო წინასწარი დაკავების განყოფილებაში. მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ მაგნიტსკის, რომელიც კორუფციის შემთხვევებს ამხელდა, განზრახ არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება, რათა სამუდამოდ გაეჩუმებინათ.
XS
SM
MD
LG