Accessibility links

logo-print

ავღანეთში იერიში მოეწყო ადგილობრივი მთავრობის შენობაზე


ავღანეთის არმიის განცხადებით, დღეს ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო იერიში სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციის მთავრობის შენობაზე. არმიის პრესმდივნის თქმით, ერთმა აფეთქება მოეწყო ურუზგანის გუბერნატორის მოადგილის ოფისთან, მეორე თავდამსხმელი კი პოლიციელმა მოკლა. უფრო ადრე გავრცელდა ადგილობრივი ტელეარხის ცნობა, რომ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ პროვინციის პოლიციის უფროსის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომ მიმდინარეობს ბრძოლა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, დაიღუპა, სულ ცოტა, სამი და დაიჭრა 20 ადამიანი.
XS
SM
MD
LG