Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ამერიკული პრესის ინფორმაციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ამერიკული პრესით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველო შარშან სექტემბერში თბილისში, ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების პასუხისმგებლად რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიიჩნევს. გაზეთი ”ვაშინგტონ თაიმსი” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, 27 ივლისს იუწყებოდა, რომ შესაბამისი საიდუმლო დოკუმენტი დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ჯერ კიდევ დეკემბერში მოამზადა და იანვარში გააცნო სენატის და წარმომადგენელთა პალატის შესაბამის კომიტეტებს. პუბლიკაციის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა სრულფასოვანი და ამომწურავი გამოძიება ჩაატარეს და არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ტერაქტში სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კალანდაძემ აღნიშნა, რომ თბილისმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორ სახელმწიოფოებს და რუსეთსაც, რომელიც გამოძიების შეთავაზებას დღემდე არ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG