Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 19 ადამიანი შეიწირა ადგილობრივ მთავრობაზე თავდასხმამ


ავღანეთში იერიში მოეწყო სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციის მთავრობის ოფისებზე, პროვინციის დედაქალაქ ტარინ კოტში. ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დაიღუპა, სულ ცოტა, 19 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულებს შორის არის ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის ადგილობრივი კორესპონდენტი. იერიშში, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა იკისრა, მონაწილეობდნენ შეიარაღებულ პირთა ჯგუფი და თვითმკვლელი თავდამსხმელები. სულ ერთი დღით ადრე ასევე სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარში მოკლეს ამ ქალაქის მერი.
XS
SM
MD
LG