Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ დვანში მორიგი შეხვედრა გაიმართა


სოფელ დვანში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება, გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების მორიგი, მე-14 შეხვედრა. მას პირველად დაესწრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი. განცხადებაში, რომელიც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ნათქვამია, რომ მხარეებმა იმსჯელეს ბოლოდროინდელ ინციდენტებზე, დაკავების ფაქტებსა და დაკავებულთა მდგომარეობაზე. ქართული მხარის ცნობით, მან უშედეგოდ მოითხოვა ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრამ ჩაიარა „პოზიტიურ და კონსტრუქციულ“ ვითარებაში. შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 2 სექტემბერს.
XS
SM
MD
LG