Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჯარისკაცი ტეხასში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას გეგმავდა


აშშ-ის არმიამ განგაში გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ არმიის მაჰმადიანი ჯარისკაცი, რომელიც უფლების გარეშე იყო წასული ნაწილიდან, და რომელსაც ასაფეთქებელი მასალები უპოვნეს ბაზის მახლობლად, მოტელში, მის ოთახში, ჩანს ბაზაზე თავდასხმას გეგმავდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური სამსახურის ცნობით, ჯარისკაცი დააპატიმრეს. შემთხვევა იმავე ფორტ ჰუდის ბაზაზე მოხდა, სადაც 2009 წელს არმიის ფსიქიატრმა 13 ადამიანი დახოცა. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანახმად, პოლიციამ ქალაქ კილიინში დააკავა 21 წლის ნასერ აბდო ოთხშაბათს მას მერე, რაც მას „შეშფოთებულმა მოქალაქეებმა“ ცნობა მიაწოდეს, და შემდეგ აგენტებმა მის ოთახში მიაკვლიეს, იარაღს და მასალებს, დენთის ჩათვლით, რომლებიც შეიძლებოდა ბომბის დასამზადებლად ყოფილიყო გამოყენებული. აბდომ ნაწილი უნებართვოდ დატოვა ივლისის დასაწყისში.
XS
SM
MD
LG