Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი სამ აგვისტოს დაიწყება


ეგვიპტეში სასამართლო პროცესი, რომელზეც მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის და მისი გარემოცვის საქმეებს განიხილავენ, სამ აგვისტოს დაიწყება. ამის შესახებ ეგვიპტის, მენას სააგენტო იუწყება იუსტიციის სამინისტროს გაუმხელელ წყაროზე დაყრდნობით. არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა პროცესს მუბარაქი, რომელიც პატიმრობის ქვეშ იმყოფება შარმ-ელ-შეიხის საავადმყოფოში.
XS
SM
MD
LG