Accessibility links

logo-print

დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა


საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დღეს დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ მიხეილ სააკაშვილისგან მოითხოვეს წინასაარჩევნო დანაპირების შესრულება, რომლის თანახმად, დედაქალაქში მცხოვრები ყველა დევნილი თბილისელი გახდებოდა. საპროტესტო აქციის მხარდამჭერი კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დანაპირების შესრულების ნაცვლად დევნილებს თბილისიდან ასახლებენ. სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან გამოსახლებული იძულებით გადაადგილებული ადამიანები საცხოვრებლით დაკმაყოფილებას თბილისში ითხოვენ და რეგიონებში შეთავაზებულ ფართზე უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ იქ თავის რჩენას ვერ შეძლებენ. მომავალ კვირაში დევნილები საპროტესტო აქციის გამართვას გაეროს ოფისთან აპირებენ.
XS
SM
MD
LG