Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი პერუში ვიზიტს განაგრძობს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი პერუში ვიზიტს განაგრძობს. პრეს-სამსახურის ცნობით, პერუს ახლადარჩეული პრეზიდენტის ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება პერუს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომელიც ორ დღეს გასტანს. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პანამის პრეზიდენტსა და პერუს დედაქალაქ ლიმის მერს.
XS
SM
MD
LG