Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბასი ”გადატვირთვის პოლიტიკის” შესახებ


საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის ”გადატვირთვის პოლიტიკა” ჩიხში მოექცა. თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას ბასმა განაცხადა, რომ ”გადატვირთვის პოლიტიკა” ეფუძნება ისეთ სფეროებს, სადაც ორ ქვეყანას საერთო ინტერესები აქვს, თუმცა, არა აშშ-ის პრინციპებისა და ინტერესების საზიანოდ. ამის მაგალითად ჯონ ბასმა მოიყვანა ვაშინგტონის ურთიერთობა საქართველოსთან, რომლის გამოც აშშ-სა და რუსეთს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.
XS
SM
MD
LG