Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი: ხოცვა-ჟლეტა „დემოკრატიაზე თავდასხმა“ იყო


ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იენს სტოლტენბერგმა, დღეს განაცხადა, რომ ძალადობა, რომელმაც ერთი კვირის წინ 76 ადამიანი იმსხვერპლა, წარმოადგენდა „დემოკრატიაზე თავდასხმას“. სტოლტენბერგი ამ განცხადებით ლეიბორისტული პარტიის შეკრებაზე გამოვიდა, რომელიც გასულ პარასკევის თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა. დღეს ძალადობის მსხვერპლთა ნაწილის დაკრძალვის ცერემონიები შედგა. 32 წლის ნორვეგიელმა, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, აღიარა 22 ივლისს ოსლოს ცენტრში აფეთქების მოწყობა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა - ისევე როგორც დედაქალაქთან ახლოს მდებარე კუნძულ უტოიაზე 68 ადამიანის, ძირითადად ახალგაზრდების, დახოცვა. დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც არის. ბრეივიკი დღეს მეორედ დაკითხა პოლიციამ. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას - და, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - ორი ფსიქიატრი შეისწავლის, რომლებმაც დასკვნა ნოემბერში უნდა წარმოადგინონ.
XS
SM
MD
LG