Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მაღაროებში მომხდარ უბედურ შემთხვევებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა


უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა მაღაროებში დღეს მომხდარი ორი უბედური შემთხვევის შედეგად. ქვეყნის აღმოსავლეთში, ლუგანსკის რეგიონში, მაღაროში აფეთქება მოხდა, რასაც 17 მაღაროელი ემსხვერპლა. 9 ადამიანი დაკარგულია. რამდენიმე საათის შემდეგ კი დონეტსკის რეგიონში, ერთ-ერთ მაღაროში ლიფტი ჩავარდა, რასაც ერთი მაღაროელი შეეწირა. დაშავდა 8 პირი, დაკარგულია 11. უკრაინის ქვანახშირის მაღაროები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება, მოძველებული აღჭურვილობის და უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დაცვის გამო.
XS
SM
MD
LG