Accessibility links

logo-print

თურქეთში რამდენიმე გენერალი გადადგა


თურქეთში, მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელები გადადგნენ თურქეთის მთავრობასთან უთანხმოების გამო. როგორც იუწყებიან, გადადგა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი ისიკ ქოსანერი, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლებთან ერთად. მათი გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ მოჰყავთ. ბოლო წლებში გამწვავებულია დაძაბულობა სამხედროებსა და პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობას შორის. მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა.
XS
SM
MD
LG