Accessibility links

logo-print

ლიბიაში დაკრძალეს მეამბოხეების სამხედრო ლიდერი


ლიბიაში ათასობით ადამიანი დაესწრო მეამბოხეების სამხედრო ლიდერის, აბდელ ფატაჰ იუნესის და მისი ორი თანაშემწის დაკრძალვას. სამივე წინა დღეს, ხუთშაბათს მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა. მეამბოხეთა ეროვნული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელის, მუსტაფა აბდულ ჯალილის განცხადებით, იუნესი დაბარებული იყო სამხედრო ოპერაციების თაობაზე ანგარიშის ჩასაბარებლად, მაგრამ ის გზაში მოკლეს ორ თანაშემწესთან ერთად. იუნესი წარსულში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თებერვალში კი მეამბოხეების მხარეს გადავიდა. თავის დროზე, 1969 წელს, ის შედიოდა ჯგუფში, რომელმაც ხელი შეუწყო ხელისუფლების სათავეში მუამარ კადაფის მოსვლას.
XS
SM
MD
LG