Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები დაწესდა პაკისტანის თალიბანისა და ჩრდ.კავკასიაში მოქმედი ისლამისტების წინააღმდეგ


გაერომ სანქციები დააწესა პაკისტანის თალიბანის წინააღმდეგ, ალ-ყაიდასთან მისი კავშირის გამო. გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებით, სანქციების კომიტეტმა, რომელიც ალ-ყაიდის საკითხზე მუშაობს, მიზანშეწონილად მიიჩნია საბანკო ანგარიშების გაყინვა, მოგზაურობის შეზღუდვა და იარაღის ემბარგო დაჯგუფებისათვის, რომელსაც პაკისტანში უწოდებენ თეჰრიკ-ე-თალიბანსაც. გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ სანქციების კომიტეტმა ანალოგიური ზომები მიიღო ორგანიზაცია კავკასიის საამიროს წინააღმდეგ. საქმე ეხება ისლამისტი მეამბოხეების ჯგუფს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაშია განთავსებული.
XS
SM
MD
LG