Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო


აშშ-ის სენატმა 29 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს კი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს“ უწოდებს. რეზოლუცია წარადგინეს დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა. ეს სენატორები საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობენ "ატლანტიკურ საბჭოში" - ვაშინგტონში მოქმედ საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში. რეზოლუციის მიღებას მიესალმა საქართველოს ელჩი აშშ–ში თემურ იაკობაშვილი. მისი თქმით, ეს დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციების ”სოლიდური და მყარი საფუძველია”.
XS
SM
MD
LG