Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხები სამხედრო ლიდერის მკვლელობას იძიებენ


ლიბიელი მეამბოხეების ერთ-ერთი მინისტრის თქმით, მეამბოხეთა შეიარაღებული ძალების ლიდერი, აბდელ ფატა იონსი, მოკლა მეამბოხეთა მოკავშირე, ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ. მინისტრს მკვლელობის მოტივის შესახებ არაფერი უთქვამს. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და მკვლელები ჯერ არ დაუკავებიათ. ლიბიის მთავრობის წარმომადგენელმა, მუსა იბრაჰიმმა კი იონსის მკვლელობა ალ-ყაიდას დააბრალა და განაცხადა, ამ მკვლელობამ - რომელიც ხუთშაბათს მოხდა - მეამბოხეთა ლიდერების სისუსტე გამოააშკარავაო. პარალელურად, ნატო აცხადებს, რომ მისმა ავიაციამ წუხელ ლიბიის სამ სატელევიზიო გადამცემ თეფშზე მიიტანა იერიში. ნატოს წარმომადგენლის თქმით, იერიშის მიზანი იყო იმ მაუწყებლობის შეწყვეტა, რომელიც სიძულვილს აღვივებს და სამოქალაქო პირებს საფრთხეს უქმნის.
XS
SM
MD
LG