Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა სესხის შესახებ რესპუბლიკელების კანონპროექტს


აშშ-ის სენატმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი, სესხის ოდენობაზე დაწესებული ლიმიტის დროებით გაზრდის შესახებ. სავარაუდოდ, სენატში დემოკრატების ლიდერი, ჰარი რიდი, ახალ კანონპროექტს წარმოადგენს, რომელიც - როგორც იმედოვნებენ - ორივე პარტიის წევრების მხრიდან საკმარის ხმებს მოიპოვებს და ბოლო ვადამდე - 2 აგვისტომდე - დამტკიცდება. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებდა სესხის ლიმიტის გაზრდას ხანმოკლე პერსპექტივაში, 900 მილიარდი დოლარით. დემოკრატებს კი სურთ ლიმიტის გაზრდა უფრო გრძელი ვადით - 2.5 ტრილონი დოლარით - მოხდეს. სესხის ლიმიტის გაზრდა სამშაბათამდე თუ არ მოხერხდება, აშშ-ის ეკონომიკამ შესაძლოა უპრეცედენტო დეფოლტი განიცადოს. ამ ეტაპზე ფედერალური სესხზე დაწესებული ლიმიტი 14.3 ტრილიონ დოლარს უტოლდება.
XS
SM
MD
LG