Accessibility links

logo-print

აშშ-ის სამთავრობო სააგენტო: ერაყში უსაფრთხოების მდგომარეობა გაუარესდა


აშშ-ის სამთავრობო სააგენტო აცხადებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ერაყში ახლა უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ერთი წლის წინ - და სურათი სულ უფრო მძიმდება. ეს შეფასება გამოთქმულია ერაყის რეკონსტრუქციის პროცესზე საგანგებო დამკვირვებლის, სტიუარტ ბოუენის მიერ დღეს გავრცელებულ ანგარიშში. ბოუენის განცხადებით, 2009 წლის აპრილის შემდეგ გასული თვე - ივნისი - აშშ-ის სამხედროებისთვის ყველაზე სისხლიანი იყო და მან 15 ჯარისკაცი შეიწირა. ანგარიშში საუბარია გახშირებულ თავდასხმებზე ბაღდადის ე.წ.“ მწვანე ზონაზე“, სადაც სამთავრობო შენობებს და საელჩოებს უდევს ბინა. ბოუენის ანგარიშის გამოქვეყნება სულ რამდენიმე თვით უსწრებს ვადას, როცა, ორმხრივი ხელშეკრულების პირობების თანახმად, დაახლოებით 47,000 ამერიკელი ჯარისკაცი უნდა გაიყვანონ ერაყიდან.
XS
SM
MD
LG