Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის პოლიცია: ბრეივიკი „სხვა სამიზნეებზეც“ ფიქრობდა


ნორვეგიის პოლიციის ინფორმაციით, ანდერს ბერინგ ბრეივიკი - პირი, რომელმაც აღიარა ორი თავდასხმის მოწყობა და 77 ადამიანის დახოცვა - სხვა სამიზნეებზეც ფიქრობდა. თუმცა პოლიციამ უარი განაცხადა დაედასტურებინა ნორვეგიის პრესაში გავრცელებული ცნობები - რომ ეს სამიზნეები მოიცავდა ნორვეგიის სამეფო სასახლეს და მმართველი ლეიბორისტული პარტიის შტაბ-ბინას. პარასკევს პოლიცია ბრეივიკს 10 საათის განმავლობაში უტარებდა დაკითხვას. 32 წლის ბრეივიკმა, აღიარა 22 ივლისს ოსლოს ცენტრში აფეთქების მოწყობა - ისევე როგორც დედაქალაქთან ახლოს მდებარე კუნძულ უტოიაზე ხალხის დახოცვა. დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც არის
XS
SM
MD
LG