Accessibility links

logo-print

თურქეთში სამხედრო მაღალჩინოსნები გადადგნენ


თურქეთის ისლამისტური ფესვების მქონე მთავრობასთან დაპირისპირების გამო, გადადგნენ ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები. კერძოდ, თანამდებობა დატოვა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ისიკ ქოსანერმა - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლებთან ერთად. გავრცელდა ქოსანერის სიტყვები - რომ მისი გადადგომა პროტესტია სამხედრო ოფიცრების დაპატიმრების ფაქტების გამო. ოთხი სარდლის გადადგომა პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც დაადასტურა გავრცელებულ განცხადებაში - თუმცა მიზეზები არ დაუსახელებია. ერდოანის მთავრობასა და სამხედროებს შორის დაძაბულობა ბოლო წლებში გამძაფრდა. თურქეთის ციხეებში ამჟამად 250-მდე სამხედრო ზის - მათ უმრავლესობას ერდოანის მთავობის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდება აქვს წაყენებული.
XS
SM
MD
LG