Accessibility links

სირიაში ოპოზიციასა და სამხედროებს შორის შეტაკებებია


როგორც იუწყებიან, სირიაში ოპოზიციის ბევრი შეიარაღებული მომხრე დღეს ქალაქ ჰამაში ქვეყნის არმიას დაუპირისპირდა - მას შემდეგ, რაც ჯარი გამთენიისას შევიდა ქალაქში, პრო-დემოკრატი დემონსტრანტების საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზნით. გავრცელებული ცნობებით, ჯარი იმ ბარიკადების მოშლას ცდილობდა, რომელიც ჰამის შესასვლელში ოპოზიციურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა აღმართეს. უფლებადამცველები, საავადმყოფოს მუშაკებზე დაყრდნობით, ავრცელებენ ცნობას, რომ ტანკებით მიტანილი თავდაპირველი იერიშის შედეგად ქალაქში სულ მცირე 45 სამოქალაქო პირი დაიხოცა. იმის გამო, რომ შეტაკებები გრძელდება, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა დღეს პრეიზდენტ ბაშარ ასადს მოუწოდა შეწყვიტოს დემონსტრანტებზე ზეწოლა. ჰეიგის თქმით, ის „შეძრწუნებულია“ იმ რეპრესიების გამო, რომელიც მუსულმანთა წმინდა თვის - რამადანის - დაწყებამდე განხორციელდა. უფლებადამცველების შეფასებით, ანტი-სამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ სირიაში 1,888-მდე ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG