Accessibility links

logo-print

ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელმა 13 ადამიანი იმსხვერპლა


ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქში, ლაშქარ გაჰში, პოლიციის სადგურის შესასვლელთან დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანაში აიფეთქა თავი და 12 პოლიციელი და ერთი ბავშვი იმსხვერპლა. დაიჭრა კიდევ 12 ადამიანი. თალიბანის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმა მათ განახორციელეს. ორი კვირაც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა ლაშქარ გაჰში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანეთის ჯარს გადააბარეს.
XS
SM
MD
LG