Accessibility links

logo-print

მცხეთის რაიონში სარკინიგზო მოძრაობა ჩვეულ განრიგს დაუბრუნდა


ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ მცხეთის რაიონში, ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე გუშინდელი ავარიის შემდეგ სარკინიგზო მოძრაობა ჩვეულ განრიგს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, ავარია სატვირთო მატარებელმა განიცადა თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით. რელსებიდან გადავიდა და გადატრიალდა 12 ვაგონი, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით საწვავი დაიღვარა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ერთ-ერთი ვაგონის გაუმართაობამ გამოიწვია. ავარიის ზუსტი მიზეზები მოგვიანებით დადგინდება.
XS
SM
MD
LG