Accessibility links

logo-print

აქტივისტები: სირიის სამხედროებმა დღეს სულ მცირე 100 ადამიანი დახოცეს


სირიის ჯარი დღეს ქალაქ ჰამაში შევიდა, პრო-დემოკრატი დემონსტრანტების საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მიზნით. ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, მარტში ანტი-სამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ, დღევანდელი დღე „ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი“ იყო. როგორც იუწყებიან, სამხედროებს ოპოზიციის შეიარაღებული მომხრეები დაუპირისპირდნენ. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაცია იუწყება, რომ დღეს სულ მცირე 136 ადამიანი იქნა მოკლული - უმეტესობა ჰამაში. ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის მთავრობებმა დაგმეს დღევანდელი ძალადობა. სირიის მეზობელ თურქეთში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.
XS
SM
MD
LG