Accessibility links

ბარაკ ობამა: დეფოლტი არ მოხდება


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, კონგრესის წევრმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა დეპუტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას სახელმწიფო სესხის ოდენობაზე დაწესებული ლიმიტის დროებით გაზრდის შესახებ, რითაც მთავრობა თავიდან აიცილებს აშშ-ის ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო დეფოლტს. ამ შინაარსის განცხადება ობამამ ვაშინგტონში გააკეთა კვირას საღამოს (ადგილობრივი დროით), როცა აზიაში თენდებოდა და საფინანსო ბირჟები მუშაობის დასაწყებად ემზადებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, ამასთანავე, რომ რესპუბლიკელებსა და დემოკრატს შორის მიღწეული გარიგება უნდა დაამტკიცონ როგორც სენატმა, ისე წარმომადგენელთა პალატამ.
XS
SM
MD
LG