Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ითხოვს სირიის საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოზე


გერმანიამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა სირიაში ვითარებაზე სამსჯელოდ. ადამიანის უფლებათა დამცველების თანახმად, კვირას სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებმა თითქმის 140 ადამიანი დახოცეს. ათობით ადამიანია მოკლული ქალა ჰამაში მას შემდეგ, რაც იქ ხელისუფლებამ ტანკები შეიყვანა. სირიის ხელისუფლების მოქმედება დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ”შეძრწუნებულია სირიის ხელისუფლების მიერ თავისი ხალხის მიმართ ძალადობისა და სისასტიკის გამოყენებით”. მოელიან, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დღესვე შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG