Accessibility links

ჩრდ. კორეას სურს, მალე განახლდეს ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მას სურს, მალე განახლდეს ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკება „წინაპირობების გარეშე“. საგარეო უწყების ეს განცხადება მოჰყვა გასულ კვირაში ნიუ-იორკში მაღალი რანგის ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატის ვიზიტს, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად. ჩრდილოეთი კორეა სამხრეთ კორეასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, იაპონიასთან და შეერთებულ შტატებთან აწარმოებს ექვსმხრივ მოლაპარაკებას, რომელსაც 2009 წლის აპრილში გამოეთიშა, მომდევნო თვეში ბირთვული გამოცდის ჩატარებამდე. ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადებით, მთავრობა მზადაა, შეასრულოს ვალდებულება, ნაკისრი 2005 წლის შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული პროგრამისთვის ბოლოს მოღებას ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG